ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.7%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 2.9%-ისა. თავად ეს შედეგი კი 2021 შემდეგ დაფიქსირებული მინიმუმია.
ინფლაციის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, ეს კი ევროპისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.
ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…